Diese Website verwendet Cookies, die für die Funktionalität der Site notwendig sind. Wenn Sie mehr über die genutzten Cookies erfahren möchten, lesen Sie sich bitte unsere Ausführungen zu Cookies in unserer Datenschutzerklärung durch.

Indem Sie dieses Banner schließen, die Seite nach unten scrollen, einen Link anklicken oder Ihre Recherche auf andere Weise fortsetzen, erklären Sie sich mit dem Gebrauch von Cookies auf unserer Site einverstanden.

პირველადი დახმარება საწარმოში

პირველადი დახმარება მნიშნელოვანი თემაა და მას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. 

ყურადღება მიაქციე ამ პლაკატს!

Vergrößerung des Bildes für .

ის საწარმოშია გამოკრული. ის გაჩვენებს, რა უნდა გააკეთო სასწრაფო შემთხვევის დროს. საწარმოში მისვლის შემდეგ სასურველია, რომ ის შეძლებისდაგვარად სწრაფად შეისწავლო.

პირები, რომლებსაც შეუძლიათ აღმოგვიჩინონ პირველადი დახმარება

Vergrößerung des Bildes für .

ეს არიან ადამიანები საწარმოში, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა აღმოგვიჩინონ პირველადი დახმარება. მათ გაიარეს პირველადი დახმარების შემსაწვლელი კურსები. ყოველი საწარმო ვალდებულია დასაქმებული ჰყავდეს ასეთი პირები. ჰკითხე შენს უფროს თანამშრომელს ან უფროსს, ვინ არის თქვენ საწარმოში ასეთი პიროვნება. სასწრაფო შემთხვევა დაუყოვნებლივ შეატყობინე ამ პირს.   

პირველადი დახმარების სახვევების  ყუთი 

Vergrößerung des Bildes für .

ამ ნიშანს ჰქვია:ეს არის სახვევების ყუთი სახვევებითა და პლასტირით. ასეთი ყუთი უნდა იყოს ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაში. საწარმოშიც არის ასეთი ყუთი.

დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ჭრილობების გადახვევა ამ ყუთში არსებული მასალით.

პირველადი დახმარების სარეგსტრაციო წიგნაკი  (Verbandbuch)

Vergrößerung des Bildes für .

უბედური შემთხვევისას სამუშაოზე, მაგალითად, თუ დანით ხელზე მიიყენე ჭრილობა, ჩააწერინე ეს შემთხვევა სასწრაფო შემთხვევების სარეგისტრაციო წიგნაკში. მოგვიანებით, იმ შემთხვევისათვის, თუ ამ ჭრილობის გამო ძალიან ცუდად გახდები, მაგალითად, წარმოიქმნება ანთება, უფროსს ეცოდინება, რომ ეს მოხდა სამუშაოზე. ეს სარეგისტრაციო წიგნაკი წესით ბიუროში ინახება. ჰკითხე ამის შესახებ შენს უფროს თანამშრომელს ან უფროსს.

უბედური შემთხვევისას შენობიდან გასაქცევი გზები

Vergrößerung des Bildes für .

ეს ნიშანი გაჩვენებს, საშიშროების შემთხვევაში, საით უნდა გაიქცე. დაუყოვნებლივ იზრუნე საკუთარ უსაფრთხოებაზე. მწვანე ისრები სწორი მიმართულებით წაგიყვანენ. ასევე იზრუნე შენს თანამშრომლებზეც.