Diese Website verwendet Cookies, die für die Funktionalität der Site notwendig sind. Wenn Sie mehr über die genutzten Cookies erfahren möchten, lesen Sie sich bitte unsere Ausführungen zu Cookies in unserer Datenschutzerklärung durch.

Indem Sie dieses Banner schließen, die Seite nach unten scrollen, einen Link anklicken oder Ihre Recherche auf andere Weise fortsetzen, erklären Sie sich mit dem Gebrauch von Cookies auf unserer Site einverstanden.

ასე დაიცავ თავს სხეულის დაზიანებებისაგან

მნიშვნელოვანია: შენი პირადი დამცავი აღჭურვილობა

Video abspielen:
Personal protective equipment must be used during hazardous work to avoid or minimize injuries.

იმისათვის, რომ სამუშაოზე დაიცვა თავი სხეულის დაზიანებისაგან და არ გახდე ავად, არსებობს დამცავი ტანსაცმელი. ჩვენ მას პირად დამცავ აღჭურვილობას ვუწოდებთ, შემოკლებით: PSA. თუ სად უნდა ატარო ეს ტანსაცმელი, ამაზე მიგანიშნებს ლურჯი გამაფრთხილებელი ნიშნები.

შენი უფროსი ვალდებულია მოგცეს სამუშაოდ პირადი დამცავი აღჭურვილობა, თუ ამას გარემოება მოითხოვს ისე, რომ შენ ვალდებული არ ხარ, საგანგებოდ გადაიხადო ეს ადამცავი აღჭურვილობა. მაგრამ შენ ვალდებული ხარ ატარო ის. 

გარდა ამისა, შენი უფროსი ვალდებულია, სამუშაოს დაწყებამდე აგიხსნას, თუ რომელი სამუშაოს შესრულების დროს რომელი დამცავი აღჭურვილობა PSA უნდა ატარო. უსაფრთხოების წესების ახსნა- განმარტება  განმარტება. (Sicherheits-Unterweisung). 

Vergrößerung des Bildes für .

დაიცავი ფეხები!

ეს ნიშანი ნიშნავს: ატარე დამცავი ფეხსაცმელი. 

რადგან: ზოგი სამუშაო ფეხებისათვის საშიშია. შეიძლება ფეხი რამეს მიარტყა ან ჩაგყვეს რომელიმე მოწყობილობაში. შესაძლებელია, რამე დაგეცეს ფეხებზე. მანქანებთან მუშაობისას, მაგალითად, აუცილებლად უნდა ატარო დამცავი ფეხსაცმელი.

Vergrößerung des Bildes für 3 verschiedene Sicherheitsschuhe.

 ატარე დამცავი ფეხსაცმელი!

Vergrößerung des Bildes für .

დაიცავი ხელები!

ეს ნიშანი ნიშნავს: ატარე სამუშაო ხელთათმანები.

ისინი დაიცავს შენს კანს დაზიანებისაგან. წაისვი ხელებზე დამცავი მაზი, ვიდრე ჩაიცვამ ხელთათმანებს. წყალმაც შეიძლება დააზიანოს შენი ხელები. ხელები თუ სულ წყალში გაქვს, კანი წყლისაგან ჟივდება. ეს იმის ნიშანია, რომ ხელის კანი დაზიანებულია. 

ასეთ სამუშაოზე ატარე წყალგაუმტარი ხელთათმანები.

ასეთ ხელთათმანებში ხელის კანი ხშირად იოფლება. ესეც არ არის კარგი შენი კანისათვის. ამიტომ ატარე, მაგალითად, ბამბის ხელთათმანები დამცავი ხელთათმანების ქვეშ. ბამბის ხელთათმანები ოფლს შეიწოვს. 

Vergrößerung des Bildes für .

ატარე დამცავი ხელთათმანები!

Vergrößerung des Bildes für .

გამოიყენე დამცავი მაზი!

ხელის დასაბან ადგილზე დევს დამცავი მაზი. ის კანისათვის ძალიან კარგია. წაისვი ეს მაზი სამუშაოს დაწყებამდე და ასევე შესვენებაზეც. ასევე გამოიყენე ეს დამცავი მაზი სამუშაოს დასრულების შემდეგაც. არასოდეს დაიბანო ხელები ბენზინით ან წყალში გაზავებული ბენზინით . ეს საშიშია და დააზიანებს შენს კანს. 

Vergrößerung des Bildes für Bild: Hände, die sich eincremen.

 წაისვი ხელებზე დამცავი მაზი!

Vergrößerung des Bildes für .

დაიცავი თვალები!

ამ ნიშანს ჰქვია: ატარე დამცავი სათვალე ან თვალების დამცავი მოწყობილობა. ისინი დაიცავს შენს თვალებს დაზიანებისაგან, მაგალითად, მტვრისაგან, შუშის ნამსხვრევებისაგან, ნახერხისაგან ან მსგავსი საგნებისაგან. თხევად ნივთიერებებსაც შეუძლია თვალის დაზიანება, 

მაგალითი : ლერწმის მოჭრის დროს ან მანქანების გაწმენდის დროს.

Video abspielen: ატარე დამცავი სათვალე!

ატარე დამცავი სათვალე!

მაგალითად, გამწმენდ ნივთიერებებს. დამცავი სათვალეები არსებობს ასევე იმ პირებისათვის, რომლებიც ატარებენ სათვალეს.

Vergrößerung des Bildes für .

დაიცავი სმენა!

ამ ნიშანს ჰქვია: ატარე ყურების დამცავი მოწყობილობა. რადგან: ხმაური მავნებელია ყურებისათვის და შესაძლებელია სამუდამოდ დააზიანოს ისინი. მაგალითად, ხმაურმა შეიძლება სმენა ძალიან დაგიზიანოს და სმენა შეიძლება მნიშნელოვნად გაგიუარესდეს. სმენის დამცავი მოწყობილობა ხმაურს ამცირებს.

მაგალითი: ძალიან ხმაურიან მანქანებთან მუშაობის დროს. მაღალი წნევის გამწმენდ მოწყობილობასთან მუშაობის დროს. 

Vergrößerung des Bildes für .

ატარე სმენის დამცავი მოწყობილობა! 

Vergrößerung des Bildes für .

დაიცავი თავი!

ამ ნიშანს ჰქვია: ატარე ჩაფხუტი. 

ამ ნიშანს ჰქვია: ატარე ჩაფხუტი. ზოგ სამუშაოზე შესაძლებელია, დაგვიზიანდეს თავი. ასეთ შემთხვევაში უნდა დაიხურო დამცავი ჩაფხუტი. უფროსი თანამშრომელი და უფროსი გეტყვიან, რომელ სამუშაოზე უნდა დაიხურო ჩაფხუტი.

მაგალითი: მშენებლობაზე, ხეებთან მუშაობის დროს

Vergrößerung des Bildes für .

ატარე დამცავი ჩაფხუტი!

Vergrößerung des Bildes für .

დაიცავი თავი ამინდისაგან!

ამ ნიშანს ჰქვია: ატარე ტანსაცმელი, რომელიც დაგიცავს წვიმისაგან, სიცივისაგან ან ზედმეტი მზისაგან. 

თუ ცივა, ჩაიცვი საკმარისი თბილი ტანსაცმელი. უმჯობესია, ჩაიცვა ტანისამოსი რამდენიმე ფენად, რადგან შესძლო ჩაიცვა ან გაიხადო ტემპერატურის ცვლილების შემთხვევაში. წვიმის დროს ატარე წვიმისაგან დამცავი ქურთუკი კაპიუშონით ან ქუდით და წყალგაუმტარი ფეხსაცმელი, მაგალითად, რეზინის ჩექმა. თუ არ გაქვს წვიმისაგან დამცავი ქურთუკი ან რეზინის ჩექმა, სთხოვე უფროს თანამშრომელს ან უფროსს.  

Vergrößerung des Bildes für .

ატარე ამინდისაგან დამცავი ტანსაცმელი!

ეს უნდა იქნას გათვალისწინებული სხვადასხვა სამუშაოში

ალკოჰოლი და ნარკოტიკები სამუშაოზე აკრძალულია

Vergrößerung des Bildes für .

მუშაობის დროს ალკოჰოლური სასმელების დალევა ან ნარკოტიკების მიღება აკრძალულია. რადგან: ალკოჰოლი და ნარკოტიკები ზრდის უბედური შემთხვევების საშიშროებას. თუ მიუხედავად აკრძალვისა, მაინც დალევ ალკოჰოლურ სასმელს ან მიიღებ ნარკოტიკულ საშუალებას, უფროსს აქვს უფლება მოგცეს გაფრთხილება ან გაგათავისუფლოს სამუშაოდან. 

საძინებელ ოთახებში საჭმლის მომზადება დაშვებული არ არის

Vergrößerung des Bildes für .

საძინებულ ოთახებში არ გაქვს უფლება მოამზადო საჭმელი. დაუშვებელია საჭმლის მომზადება, რამის შეწვა, გამოცხობა. რადგან: არსებობს ხანძრის გაჩენის საშიშროება . 

Vergrößerung des Bildes für .

მოამზადე საჭმელი მხოლოდ სამზარეულოში.

ხშირად დასმული კითხვები

Vergrößerung des Bildes für .